მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი მოადგილეებთან ერთად, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებსა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე ხელმძღვანელებისგან გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.
დიმიტრი ზურაბიშვილმა სამსახურებისა და ა(ა)იპების ხელმძღვანელ პირებს, სასურველი შედეგების მისაღწევად შესაბამისი დავალებები მისცა და მათ უფრო მეტი გააქტიურებისკენ მოუწოდა.