მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, აგვისტოს თვეში 100-მდე მოქალაქეს შეხვდა.
დღეს, მოქალაქეთა მიღებაზე , ადგილობრივებმა მერს პრობლემები გააცნეს და მათთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.
დიმიტრი ზურაბიშვილმა მოქალაქეების პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და არსებული საკითხების გადაჭრაში კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება ყოველი კვირის ხუთშაბათს იმართება.
ჩასაწერად დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 2 51 32 00