ქალაქ მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში, გმირის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით შესაბამისად მოეწყობა საბავშვო გასართობი მოედანი ატრაქციონებით და ფანჩატურით, ბავშვთა უსაფრთხოების მიზნით ატრაქციონებთან დაიგება კაუჩუკის საფარი. დამონტაჟდება კომფორტული მოსასვენებელი სკამები, დეკორატიული სანათები, ურნები და ბილიკებზე კერამიკული ფილები დაიგება.
შემოიღობება ლითონის კონსტრუქციით და მოეწყობა სივრცე მწვანე საფარით.
სამშენებლო სამუშაოებს, მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,არქი პლიუსი“ ახორციელებს 85 941 ლარის ხელშეკრულებით.