12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 115 წელი გავიდა.
თარიღთან დაკავშირებით, ნიშნად მწერლის მარადიული არსებობისა,ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ შორის ადგილზე იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილე გიორგი ბაჯაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი კვახაძე.
ღონისძიების ფარგლებში, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კულტურისა და მწერლობის სფეროს წარმომადგენლებმა. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს წიწამურის ტრაგედია და აღნიშნეს, რომ ილიას როლი ქართული საზოგადოების განვითარების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, დასახელდნენ პრემია "საგურამოსა" და ილიას მედლის ლაურეატები.
აღსანიშნავია, რომ პრემია "საგურამო" და ილიას მედალი 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს გაიცემა.