მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი სასწავლო წელი საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში განახლდა. საჯარო სკოლებში სწავლა 7975 მოსწავლემ და 675 პირველკლასელმა , ხოლო საბავშვო ბაღებში 1700 აღსაზრდელმა დაიწყო.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილეებთან თამაზ ფოლოდაშვილთან და გიორგი ბაჯაძესთან ერთად, სკოლებს და ბაღებს ესტუმრა, სადაც მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას-მოსწავლეებს,აღსაზრდელებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული თქვენგანისთვის.
განსაკუთრებით ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას პირველკლასელებს, რომლებიც, დღეს პირველად შეაღებენ სკოლის კარს, მიღებული ცოდნით კი ვისურვებდი ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს“ - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი.