წეროვანში ევროსტანდარტების შესაბამისი მინის საწარმო გაიხსნა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით, მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში კომპანია „ელ-ჯი-ჯიმ“ საქმიანობა გააფართოვა და უახლესი დანადგარებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი მინის საწარმო გახსნა.
საწარმოს გახსნის ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და სხვა პირები ესწრებოდნენ.
ახალი საწარმო და სასაწყობო ინფრასტრუქტურა 17 000 მ² ფართობზეა განთავსებული. საწარმოში ამ ეტაპზე დასაქმებულია 75 თანამშრომელი, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობა. უახლოეს პერიოდში კომპანია თანამშრომელთა რაოდენობის 250-მდე გაზრდას გეგმას.
ახალ საწარმოში 7,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. საწარმო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტით სარგებლობს.
მცხეთა-მთიანეთის მხარეში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით სულ დაფინანსებულია 151 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 318 მილიონ ლარს აღემატება, დასაქმებულთა რაოდენობა კი 2423-ია.