მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ინფრასტრუქტურული სამუშაოები

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით სამუშაოები სოფელ საგურამოში და მუხრანში მიმდინარეობს.

გზების კეთილმოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი მოადგილეებთან გივი გიუტაშვილთან და თამაზ ფოლოდაშვილთან ერთად. 

საგურამოსა და მუხრანში საგზაო ინფრასტრუქტურის ასფალტბეტონით მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მას მერიის კონტრაქტორი კომპანიები შპს „ქვენიფნელი“ და „ბიემსი“ ახორციელებენ.  

ამჟამად, მუხრანში უკვე დასრულებულია 2 შიდა საუბნო გზის მოწყობა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018