მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მერიამ 600 ნაგვის კონტეინერი შეიძინა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი 600 ერთეული ნაგვის კონტეინერი შეიძინა.

გარკვეული რაოდენობის ურნების სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსება კეთილმოწყობის სამსახურის მიერ უკვე ხორციელდება. 

ახალი ნაგვის კონტეინერები, ეტაპობრივად, ყველა სოფელში განთავსდება, ამორტიზებული კი ახლით ჩანაცვლდება, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის და სოფლების, ტურისტულ და საცხოვრებელ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. 

ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს სხვადასხვა ადგილას ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავონ და საყოფაცხოვრები ნარჩენები განათავსონ  ნაგავშემკრებ კონტეინერებში.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018