საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს 26 სექტემბერს ყოველწლიურად აღნიშნავს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა დამსწრე საზოგადოებას მუხრანობა და ქეთევანობა მიულოცა.
ღონიძიებას, ასევე, ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული დავით ნოზაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
მუხრანობა და წმინდანის ხსენების დღე, მუხრანის კულტურის სახლის ეზოში გაიმართა. დღესასწაული კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა.
მოეწყო გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშების, თანამედროვე და მხატვრული ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა. გაიმართა მცხეთისა და მოწვეული მუნიციპალიტეტების შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი.
დაჯილდოვდნენ მუხრანის კულტურის სახლის, მუხრანის ვახუშტი ბატონიშვილის სახელობის ბიბლიოთეკის და მუსიკალური სკოლის თანამშრომლები.
დღის ბოლოს კი გალა კონცერტი - დუეტი ,,ლეონი’’-ს და თემურ თათარაშვილის მონაწილეობით დასრულდა.
ღონისძიების ორგანიზება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურმა ცენტრმა უზრუნველყო, სპორტული ღონისძიებები კი მერიის დაქვემდებარებაში მყოფმა სპორტულმა ა(ა)იპებმა.