მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რეგიონში განსახორციელებელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება. 16 იანვარს, აღნიშნული კრებები წილკანში, ქსოვრისში,მუხრანში, წინამძღვრიანთკარში, ძველი ქანდასა და ძალისში გაიმართა, სადაც გადაწყდა თუ რა საჭიროებებს მოხმარდება კონკრეტული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. სოფლის საერთო კრებებსზე მოსახლეობასთან ერთად იმყოფებოდნენ მცხეთა - მთიანეთის მხარის რწმუნებული შალვა კერესელიძე, პირველი მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები, მერის წარმომადგენლები აღნიშნულ სოფლებში და საკრებულოს დეპუტატები. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების შესარჩევად მოსახლეობასთან კონსულტაციები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს მთავრობის ინიციატივით წელს განახლდა და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018