მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში საერთაშორისო ასამბლეა NOW გაიმართება

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ორგანიზაციის - Dolphin Embasy -ის ინიციატივით, 10-14 ოქტომბერს, მცხეთაში გაიმართება საერთაშორისო ასამბლეა NOW - “თანამედროვეობის ყველაზე  უჩვეულო შეხვედრა”. 

10 ოქტომბერს, NOW ასამბლეა სათავეს დაუდებს ყოველწლიურ საერთაშორისო კულტურულ ფორუმს, რომელიც 14 ოქტომბერს მცხეთობის დღესასწაულზე დასრულდება. 

წლევანდელი ასამბლეის თემა იქნება „სიყვარულის უნარი“. 

ასამბლეის ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს ცნობილი ტანგოს მაესტრო, პაბლო ვერონი. 

ყველა ღონისძიება, უახლესი სამეცნიერო აღმოჩენებიდან დაწყებული, ხელოვნების სფეროს უპრეცედენტო სიახლეებით დამთავრებული, გაიმართება პირველად. 

პროგრამაში მონაწილეობენ სენსაციური სამეცნიერო აღმოჩენების ავტორები, კულტურის მოღვაწეები, მუსიკოსები ევროპიდან, აშშ-დან და, რა თქმა უნდა, საქართველოდან. 

ფესტივალის ფარგლებში, მცხეთაში მოეწყობა ლაბირინთი - სიცოცხლის გზის უძველესი სიმბოლო, სადაც თითოეული მონაწილე შეძლებს აღმოაჩინოს საკუთარი სურვილი და  განუცხადოს ის სამყაროს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018