6 ოქტომბერს, მცხეთაში, სისხლის ბანკი ,,სიცოცხლე“ ჩაატარებს სისხლის უანგარო დონაციას.
საქველმოქმედო აქცია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.
აქციაში - ,,უანგარო დონაცია მეტად უსაფრთხოა“, მონაწილე პირებს უფასოდ ჩაუტარდებათ სხვადასხვა გამოკვლევები (სისხლის ჯგუფისა და რეზუსის დადგენა, გემოგლობინის დონე, სისხლის საერთო ანალიზი, B და C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი).
მსურველებს შეუძლიათ მობრძანდნენ მცხეთის მერიაში ანტიოქიის №5, ხუთშაბათს, 10:00 საათიდან.