მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ბევრეთსა და ძალაანთხევში მისასვლელი ბოგირი დასრულდა

✅მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფელ ბევრეთში იმყოფებოდნენ. 

მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ და ადგილობრივებს სოფლის საჭიროებების შესახებ გაესაუბრნენ. 

აღსანიშნავია, რომ სოფელ ბევრეთსა და ძალანთხევში მისასვლელი ბოგირის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 97 000 ლარს აღემატება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018