7 ოქტომბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა სემინარი ,,გენდერული თანასწორობა ადგილობრივ დონეზე“.
შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ იყო ორგანიზებული. სემინარს ანა აბაშიძე უძღვებოდა.