მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ღვინის ფესტივალი მცხეთაში

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ქალაქ მცხეთაში ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართა. 

ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

ფესტივალის ფარგლებში, რომლის თემაც ღვინო და კინო-მუსიკა იყო, თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე 15:00 საათიდან სხვადასხვა სახის ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის ადგილზე შესაძლებელი იყო ქართული ღვინის დეგუსტაცია, ასევე, მიმდინარეობდა ქართული ღვინოებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. ადგილზე წარმოადგინეს ქართული ტრადიციული კოსტიუმები და კულინარია: დედას პური; მწვადი; ჩურჩხელა; ქართული ნუგბარი; ყველი. აგრეთვე, მოეწყო შემეცნებითი საგამოფენო სივრცე - „ქართული ღვინის ისტორია“. 

გარდა ამისა, მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ქეთი დავლიანიძის კერამიკის მოხატვის მასტერკლასს და კვარტეტ "ჰანგების" შესრულებით, მუსიკალურ წარმოდგენას. 

20:00 საათზე კი ფესტივალი 

ნატო გელაშვილისა და ძმები ჭოხონელიძეების კონცერტით დაიხურა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018