17 ოქტომბერი ვეტერანთა დღეა. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ყველა ვეტერანს ვეტერანთა დღეს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას გისურვებთ.
,,მინდა ყველა ვეტერანს მოგილოცოთ ვეტერანის დღე და დღეგრძელობა გისურვოთ. 17 ოქტომბერი განსაკუთრებული თარიღია, ამ დღეს კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ იმ ათასობით ადამიანის ღვაწლს და გმირობას, რომლებსაც საქართველოს ცოცხალი მემატიანეები გქვიათ და რომელთა მხრებზეც გადაიარა ჩვენი უახლესი ისტორიის ურთულესმა პერიოდმა“- დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი.
ჩვენი საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვუფასებთ ჩვენს ვეტერანებს მათ მიერ გაღებულ წვლილს, მათ ღვაწლს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მაქსიმუმს, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული ვეტერანების ღვაწლი.
17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. დღეისათვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში ვეტერანის სტატუსის მატარებელი 70 000-მდე პირია რეგისტრირებული. მათ შორის არიან მეორე მსოფლიო ომის, 1992-93 წლების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საომარი მოქმედებების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების (ავღანეთი, უნგრეთის) მონაწილეები.