მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალდიდში გვიან ღამით მეწყრული პროცესი განვითარდა.
ამ დროისათვის ადგილზე იმყოფება და არსებულ ვითარებას ეცნობა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილესთან გიორგი ბაჯაძესთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
მათ ადგილობრივებთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.
მუნიციპალიტეტის მერმა მსხალდიდში მცხოვრებ ოჯახს, რომელსაც შესაძლოა წარმოქმნილმა მეწყერმა საფრთხე შეუქმნას, დროებით სასტუმროში განთავსების უზრუნველყოფა შესთავაზა.
ყველა სათანადო ღონისძიების დაგეგმვისა და გატარების მიზნით კი, ხვალ დილიდან შესაბამისი სამსახურები არსებულ ვითარებას დეტალურად შეისწავლიან.