მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის ეროვნული კამპანიის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედა გაიმართა, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა მარინა თოფურიძემ, "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" დირექტორმა მეგი საჯაიამ და პაციენტთა სათემო ორგანიზაციის ონკოლაინ ჯორჯიას დამფუძნებელმა სოფო ფირანიშვილმა კამპანიის სამოქმედო გეგმა წარადგინეს და ქვეყანაში არსებული სიტუაცია გააცნეს შეკრებილ საზოგადოებას.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის მერიასთან აქტიური თანამშრომლობით სკრინიგ აქციების დაგეგმვა და პოპულარიზაციის კამპანიაში ჩართვა, რაც სამოვალოდ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სკრინიგის უფასო სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობის გაზრდას შეუწყობს ხელს.