მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთელმა ნიჩბოსნებმა წარმატებით იასპარეზეს აზერბაიჯანში

დასრულდა საერთაშორისო ტურნირი აზერბაიჯანის ქალაქ მინგეჩაურში, სადაც 13 ქვეყნიდან სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. აღნიშნულ შეჯიბრებაში თავი ისახელეს და წარმატებით გამოვიდნენ მცხეთის გიორგი კაპანაძის სახელობის ნიჩბოსნობის აკადემიის სპორტსმენები.

ბ/და კანოეთი ნიჩბოსნობა:

მარიამ გიუტაშვილი - კ-1 - 200 მეტრი - I ადგილი /მცხეთის ნიჩბოსნობის აკადემია/

სანდრო თეზელაშვილი - კ-1 - 200 მეტრი - I ადგილი /საქართველოს ნაკრები/

კ-2 - 200 მეტრი - II ადგილი /საქართველოს ნაკრები/

კ-2 - 500 მეტრი - II ადგილი /საქართველოს ნაკრები/

ნიკოლოზ ოდიშელიძე - კ-1 - 500 მეტრი - II ადგილი /საქართველოს ნაკრები/

კ-2 - 500 მეტრი - II ადგილი /საქართველოს ნაკრები/

გიორგი ეკალაძე (კანოე) - ც-1 - 200 მეტრი - III ადგილი /მცხეთის ნიჩბოსნობის აკადემია/

ც-1 - 500 მეტრი - II ადგილი /მცხეთის ნიჩბოსნობის აკადემია/

აკადემიური ნიჩბოსნობა:

გიორგი გაბელაია - 1X - 1500 მეტრი - III ადგილი /მცხეთის ნიჩბოსნობის აკადემია/

ნიკოლოზ იორდანიშვილი - 1X - 1500 მეტრი - III ადგილი /მცხეთის ნიჩბოსნობის აკადემია/

ლუკა ურთაშვილი/გიორგი გაბელაია - 2X - 1500 მეტრი - II ადგილი /მცხეთის ნიჩბოსნობის აკადემია/

ამ ტურნირით მცხეთელმა ნიჩბოსნებმა დაამთავრეს სპორტული სეზონი და მინდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყებენ მზადებას მომავალი წლისათვის. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ჩვენს ნიჩბოსნებს წარმატებას და გამარჯვებებს უსურვებს როგორც რესპუბლიკურ ისე საერთაშორისო შეჯიბრებებში.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018