27 ოქტომბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ განყოფილების მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,,უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ჭიდაობის სკოლის“ორგანიზებით მცხეთაში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, მევლუდ ჩხაიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა: 2008-2010 წლებში და 2011-2013 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის. მასში საქართველოს მასშტაბით 160 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ტურნირზე მევლუდ ჩხაიძის სახელობის თასი გათამაშდა 2008-2010 წლებში დაბადებულ მონაწილეთა შორის 56კგ. წონით კატეგორიაში. სახელობითი თასის მფლობელი თბილისელი მოჭიდავე გეგა გეგეშიძე გახდა.
ტურნირს 15 გამარჯვებული ჰყავდა სხვადასხვა წონით კატეგორიაში. გუნდებს შორის კი ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
შეგახსენებთ, რომ მევლუდ ჩხაიძე დამსახურებული მწვრთნელი, ჭიდაობა სამბოში ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოსა და საერთაშორისო ჩემპიონატთა მრავალგზის გამარჯვებული, მრავალი ახალგაზრდა სპორტსმენის აღმზრდელია.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას უსურვებს ამაგდარ სპორტსმენს.