მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მოსახლეობის საყურადღებოდ!

1 ნოემბერს, სოფელ ქსნის ამბულატორიასა და ციხისძირის კულტურის ცენტრის შენობაში, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, 

ჩაატარებს ექიმ-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაციას.

ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც გაქვთ სურვილი ჩაიტაროთ თვალის უფასო გამოკვლევა, შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ ქსნის ამბულატორიაში 11:00 -12:30 საათამდე, ხოლო ციხისძირის კულტურის ცენტრის შენობაში 13:00 – 14:30 საათამდე. 

გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე: 

+995 32 251 32 00.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018