ქალაქ მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში, გმირის ქუჩაზე, სამხედროს 12ა და სამხედროს 12-ის ქუჩის მიმდებარედ, არსებული სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საბავშვო გასართობი მოედნები ატრაქციონებით და ფანჩატურით, ბავშვთა უსაფრთხოების მიზნით ატრაქციონებთან დაიგება კაუჩუკის საფარი. დამონტაჟდება კომფორტული მოსასვენებელი სკამები, დეკორატიული სანათები, ურნები და ბილიკებზე კერამიკული ფილები დაიგება.
შემოიღობება ლითონის კონსტრუქციით და მოეწყობა სივრცე მწვანე საფარით.
სამშენებლო სამუშაოებს, მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,არქი პლიუსი“ და შპს ჯორჯიან ინვესტი“ ახორციელებენ.