მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ფინანსთა ასოციაციის ჯილდო მცხეთის მერიის სამსახურებს გადაეცათ

22- 23 ოქტომბერს, კახეთში  სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ გამართულ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის XIII ყოველწლიურ კონფერენციაზე, სადაც მიწვეულ იყვნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი და შესაბამისი  სამსახურების წარმომადგენლები, მცხეთის მერიის საფინანსო და ქონების მართვის სამსახურებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ხოსრუაშვილმა, ქონების მართვის ელექტრონული პროგრამის ,,eproperty” დანერგვისა და აქტიური გამოყენებისთვის სიგელები გადასცა, ხოლო საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი ილია ციციშვილი დაჯილდოვდა მედლით- დამსახურებული ფინანსისტი.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა, ამერიკის, კანადის და ისრაელის ფინანსისტთა ასოციაციების პრეზიდენტებმა და პოლონეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერებმა.  

კონფერენციაზე ძირითადად განხილული იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების საკითხები და გაზიარებულ იქნა უცხო ქვეყნების გამოცდილებები. 

ღონისძიება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის (სათეფა) და ,,სოლიდარობის ფონდ PL-ის (SFPL) ფილიალი საქართველოში“-ს მიერ იყო ორგანიზებული.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018