მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქსანში და ციხისძირში, მცხეთის მერიის ხელშეწყობით და თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს მიერ, ექიმ-ოფთალმოლოგმა სოფო იმედაშვილმა უფასო კონსულტაციები ჩაატარა.
საქველმოქმედო აქცია ქსნის და ციხისძირის ამბულატორიებში გაიმართა, სადაც მოსახლეობას საშუალება ჰქონდა უფასოდ ჩაეტარებინა შემდეგი კვლევები: ვიზომეტრია, ბიომიკროსკოპია, ოფთალმოლოგის კონსულტაცია.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით გამართულ აქციას, ესწრებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჯიქია. საქველმოქმედო აქციები, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, მომავალშიც გაგრძელდება.