სოფელ ჯიღაურაში მოსასვენებელი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ბავშვთა გასართობი მოედანი ატრაქციონებით, სადაც ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დაიგო კაუჩუკის ფილები. ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. დამონტაჟდა მოსასვენებელი სკამები, დეკორატიული სანათები, ურნები. ტერიტორია შემოიღობა ლითონის კონსტრუქციით.
სამშენებლო სამუშაოები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა კომპანია შპს ,,მშენკომპლექსი“-მ განახორციელა.
სკვერის მიმდებარედ, ჯიღაურაში სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საკალათბურთო მოედანს, სადაც კაუჩუკის საფარი დაიგო.
აღნიშნული კეთილმოწყობილი სივრცით ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება თავისუფალი დრო კეთილმოწყობილ და სუფთა გარემოში გაატაროს.