მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ძველ ქანდაში განხორციელებული პროექტები

მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მათ შორის, მიმდინარე წელს ქანდაში არსებული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოებისთვის თანხა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან გამოიყო.

 პროექტის ფარგლებში შეიცვალა მოედნის ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები, შემოიღობა და მოწესრიგდა რკინის კონსტრუქცია. ასევე, კონტრაქტორი შპს ,,ერ ტე დე“-ს მიერ სოფელში განხორციელდა შიდასაუბნო გზების სარეაბილიოტაციო სამუშაოები, რომელიც მცხეთის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში მოასფალტდა მეორე, მერვე და მეხუთე ქუჩები. სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხით კი ორ ქუჩაზე სარწყავი არხის რეაბილიტაცია ჩატარდა. მოსახლეობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა და რეაბილიტაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018