მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ციხისძირში განხორციელებული პროექტები

მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. 

მათ შორისაა სოფელი ციხისძირი, სადაც 2022 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა კულტურის სახლს, კეთილმოეწყო შესასვლელი ეზო. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მას მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანიები აწარმოებდნენ. 

ასევე, სოფელში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალურ გზას. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტის ფენა, გზის გვერდულის გასწვრივ ლითონის ზღუდარები მოეწყო და რკინა-ბეტონის კიუვეტები ჩალაგდა, დასახლებულ ადგილებში კი ეზოში შესასვლელები ასფალტის საფარით მოეწყო. ამასთან, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

აგრეთვე, ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ციხისძირში გარე განათებები მოეწყო.

ამჟამად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, ციხისძირის კორპუსებში არსებული ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018