მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


არაფემიციდს

მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური პროკურატურის წარმომადგენლებმა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის პროკურატურის პროკურორებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს.  

შეხვედრაზე, პროკურატურის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს მათი უფლებების  და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულების მიმართულებით პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებზე და დაზარალებულთა საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებზე. ასევე, ხაზი გაესვა ფემიციდის პრევენციის კუთხით ერთობლივი მუშაობის გაძლიერების საჭიროებას. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების  დაცვის, მხარდაჭერის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესს, გენდერული სტერეოტიპების გაანალიზებას; განიხილეს, თუ რა ბარიერებს აწყდებიან ქალები, როდესაც ისინი ძალადობის მსხვერპლები ხდებიან. 

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა: პროკურორებმა და შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ფემიციდის შეჩერება კომპლექსური გამოწვევაა, რომელთან საბრძოლველად საჭიროა საზოგადოების ჩართულობა და ერთიანი ძალისხმევა. პროკურატურის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ისტორიები მოისმინეს და შეხვედრაზე დასმულ კითხვებსაც უპასუხეს.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. 

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018