მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მუხრანში განხორციელებული პროექტები

მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

მათ შორისაა მუხრანის ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდია თავისი ტერიტორითა და მოსახლეობით.

სოფელ მუხრანში, პატარა ქანდის ტერიტორიაზე, შენდება მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი.

სამსართულიანი შენობის პირველ და მეორე სართულებზე განთავსდება მისაღები, გასახდელები, სველი წერტილები, კიბის უჯრედი, საჭიდაო დარბაზი და ადმინისტრაცია. მესამე სართულს კი ფიტნეს დარბაზი დაიკავებს, ტერასით და მოსასვენებელიი სივრცით. 

ტერიტორიაზე ასევე, დაპროექტებულია რეკრეაციული ზონები და ღია ავტოსადგომები. 

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 510 472 ლარს შეადგენს.

მრავალფუნქციური სპორტული ნაგებობის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, რომლის პროექტს შპს „ჯი ბი ჯი“ ახორციელებს.

სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა სპორტზე ხელმისაწვდომობას გაზრდის მოსახლეობაში.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მოეწყო  ტრენაჟორები პირველი სკოლის მიმდებარედ, შემოიღობა ნარჩენების საყრელი მოედანი, მოასფალტდა გზები მუხრანის მეორე საჯარო სკოლასთან, მთიულების უბანსა და სახოხბის უბანში, დაიწყო სპორტული მოედნის მშენებლობა პირველი საბავშვო ბაღის მიმდებარედ.

დამონტაჟდა გარე განათებები შიდა საუბნო გზებზე, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა ი/მ ნინო რევაზიშვილმა განახორციელა. 

რეგიონული განვითარების სამინისტრო ახორციელებს წყალმომარაგების პროექტს, რომელიც დასრულების შემდეგ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: მუხრანს, ვარდისუბანს, პატარა ქანდასა და ვაზიანს  სასმელი წყლით უზრუნველყოფს.  გარდამავალი პროექტის პირველი ეტაპი წყალმომარაგების მოწესრიგებაა, რომლისთვისაც გამოყოფილია  17 000 000 მლ. ლარი და 2024 წლის დასაწყისისთვის დასრულდება, ხოლო მეორე ეტაპი საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითვალისწინებს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018