11 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა პროგრამულ და გენდერულ ბიუჯეტირებაზე, რომელსაც მცხეთის მერიის, მის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების და გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი ,,დეცენტრალიზაციის და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში“, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ასევე, ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით, მხარს უჭერს მუნიციპალიტეტში ბიუჯეტირების პროცესის დახვეწასა და გაძლიერებას.
აღნიშნულ შეხვედრას უძღვებოდა UNDP-ს კონსულტანტი და GIPA-ს ლექტორი ნინო ლოლაძე.