მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რეგიონში განსახორციელებელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული კრებები ლისის, ნატახტარის, მისაქციელის, ნიჩბისის და საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში უკვე ჩატარდა. გადაწყდა თუ რა საჭიროებებს მოხმარდება კონკრეტული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. სოფლის საერთო კრებებზე მოსახლეობასთან ერთად იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილი, მოადგილე თამაზ სუჯაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, მერის წარმომადგენლები აღნიშნულ სოფლებში და საკრებულოს დეპუტატები. გამოიკვეთა სხვადასხვა პრიორიტეტული საკითხები: გზების მოხრეშვა-მოასფალტება, სასმელი წყლის სისტემის კეთილმოწყობა, გარე განათებები და საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება. პრიორიტეტული საკითხები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების შესარჩევად მოსახლეობასთან კონსულტაციები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა დარჩენილ სოფლებშიც გაიმართება.

  

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018