მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ქსნის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული პროექტები

მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. 

მცხეთის მუნიციპალიტეტი ქალაქ მცხეთას, 65 სოფელსა და ერთ დასახლებულ პუნქტს მოიცავს, რომლებიც 22 ადმინისტრაციულ ერთეულადაა დაყოფილი.

მათ შორისაა ქსნის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს  ახორციელებს.

სოფელ ქსანში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით შესაბამისად მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანი ატრაქციონებით და ფანჩატური, ბავშვთა უსაფრთხოების მიზნით ატრაქციონებთან დაიგო კაუჩუკის ფილები.

დაიდგა კომფორტული მოსასვენებელი სკამები. ტერიტორია შემოიღობა ლითონის კონსტრუქციით და დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარე. დამონტაჟდა ტრენაჟორები, დეკორატიული სანათები, ურნები და ბილიკებზე კერამიკული ფილები გაკეთდა. 

სამშენებლო სამუშაოები, მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანია შპს ,,სტარტ+“ განახორციელა. 

"სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა ქსნის სკოლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ამჟამად, ქსნის ციხის მინათების მოწყობის სამუშაოები და კოლონიისკენ მისასვლელ ტერიტორიაზე ახალი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018