მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ნიჩბისში განხორციელებული პროექტები

მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.მათ შორისაა ნიჩბისის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც წელს რამდენიმე პროექტი განხორციელდა.

ახალ ნიჩბისაა და ქვემო ნიჩბისში დასრულდა დარჩენილ უბნებში გარე განათებების დამონტაჟება, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. ამავე ფონდიდანაა დაფინანსებული ზემო ნიჩბის ში მიმდინარე საბავშვო სკვერის მოწყობის სამუშაოები და სასხორში სასმელი წყლის მილის?
მცხეთის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, ახალ ნიჩბისში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია ხორციელდება. დაგებულია ასფალტის პირველი ფენა და სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს, რომლის დასრულების მერე დაიგება ასფალტის მეორე ფენაც.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება ციციშვილების უბანში სასმელი წყლის მილის გამოცვლის სამუშაოებიც, რომელიც განხორციელდება ბურღვის სამუშაოების დასრულების მერე. სასმელი წყლის ბურღისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობა კი აქტიურად მიმდინარეობს. იგი რეგიონული განვითარების ფონდიდანაა დაფინანსებული და ნიჩბისის წყალმომარაგების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.


სამუშაოების სახელშეკრულებო თანხა 181 887 ლარს შეადგენს და 2023 წლის დასაწყისში დასრულდება.
სოფლებში მოსახლეობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018