მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილესთან თამაზ ფოლოდაშვილთან ერთად, მერის წარმომადგენლებს და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.სამუშაო შეხვედრაზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების მონიტორინგის საკითხები განიხილეს, რომელიც სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს იქნა დასახული.