მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ნატახტრის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული პროექტები

2022 წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტში შემავალ ნატახტრის ადმინისტრაციულ ერთეულში, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

სოფელ ნატახტარში დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 7ქუჩას, სადაც  2კმ-მდე გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო.

მეცხრე და მეათე ქუჩებზე ასევე, მოეწყო სანიაღვრე არხებიც. 

აღნიშნული სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდა.

,,სოფლის  მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით ნატახტრის კულტურის ეზოში გაკეთდა მოაჯირები, სანიაღვრეები დაიფარა ცხაურებით, მოწესრიგდა მგზავრთა მოსაცდელი.

სოფელ ახალუბანში, სოფლის პროგრამით 25 ლოკაციაზე გარე განათებები მოეწყო, ხოლო დარჩენილი თანხით პირველი ქუჩის ჩიხი მოიხრეშა.

ჩატარდა ახალუბანი - მისაქციელის დამაკავშირებელ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. განხორციელდა აღნიშნული გზის მოასფალტება. 

დაგეგმილია მომავალი წლისთვის გზების, სკვერებისა და მოსახლეობისათვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018