სოფელ მისაქციელში, მიმდინარე წელს, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით სოფელში არსებული საფეხბურთო მოედნი განახლდა.
დამონტაჟდა კალათბურთის ფარები, შეიცვალა ფეხბურთის კარებზე ბადეები და შემოიღობა ლითონის კონსტრუქციით.
სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანია შპს ,,ელმა“-მ განახორციელა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 38 835 ლარი შეადგინა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა მისაქციელი-ახალუბნის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთს და 1 300 მეტრამდე შიდა საუბნო გზას ერქომაიშვილის ქუჩაზე. საგზაო ინფრასტრუქტურა რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
მომავალი წლიდან დაგეგმილია მეორე ქუჩის გაგრძელებაზე, მეთერთმეტე და მეთორმეტე ქუჩების ასფალტის საფარით კეთილმოწყობა.
მისაქციელში, აღნიშნული შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის დეტალური საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე ტენდერი დასრულებულია და სამუშაოები 2023 წელს განხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას კომფორტულ გზებზე შეეძლება გადაადგილება.