23 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში 16 წლის ჭაბუკთა პირველადი აღრიცხვა დაიწყო. პირველი შეხვედრა სოფელ მუხრანში გაიმართა, სადაც წვევამდელები სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გახლდნენ. ახალგაზრდებს ადგილზე ყველა საჭირო ინფორმაცი- თავად სამსახურის უფროსმა ზურაბ საგინაშვილმა გააცნო. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სამხედრო სავალდებულო სამსახურში პირველად აღრიცხვის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს. აღრიცხვას აწარმოებდნენ წვევამდელთა გაწვევის განყოფილების უფროსი დავით კბილაძე, ამავე განყოფილების უფროსი სპეციალისტი მარიამ მებუკე და სპეციალისტი თამაზ მუხათგვერდელი. შეხვედრას ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.