მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ლისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ა(ა)იპ მცხეთის კეთილმოწყობის სამსახური გზებზე ტექნიკურ მარილის დაყრის სამუშაოს ახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოები დილიდანვე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ამ დროისთვის ტექნიკური მარილი დაყრილია მუხათწყაროს, მსხალდიდისა და ზედა ნაფეტვრების ცენტრალურ გზებზე.
შექმნილი პრობლემური სიტუაციებიდან გამომდინარე, სამუშაოები გაგრძელდება და ტექნიკური მარილი ყველა საჭირო ლოკაციებზე დაიყრება.
გთხოვთ, გადაადგილებისას მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების ზომები.