მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წეროვანში მცხოვრები დევნილი ბავშვების კონცერტი, „მშვიდობის ჰანგები წეროვანიდან"

საქართვლოს პარლამენტის მხარდაჭერით, მცხეთის კულტურის სახლში, წეროვანში მცხოვრები დევნილი ბავშვების კონცერტი, „მშვიდობის ჰანგები წეროვანიდან" გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს და სტუმრებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ და იუნისეფის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა მიმართეს.

„ბავშვებმა აჩვენეს, რა შეუძლია ხელოვნებას, ხელოვნების სიყვარულს, გვაჩვენეს, რა შეუძლია იმ თავდადებას, რომლითაც გამოირჩევიან პედაგოგები, ქორეოგრაფები, სამუსიკო და სახელოვნებო სკოლის მასწავლებლები“, -  განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მშვიდობის მნიშვნელობას სოციალური მეგობრობისა და ჰარმონიის კონცეფციაში.

„არაფერია იმაზე დამანგრეველი, ვიდრე ომი, სადაც არაპროგნოზირებადია ადამიანის ბედი. დღეს წეროვანის დასახლებაში მცხოვრები თითოეული დევნილი ბავშვი  არის ინდივიდი და თითოეულ მათგანს აქვს შესანიშნავი ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გამძლეობაზე დიდი დანაკარგის წინაშე“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების ხელშეწყობა, რომ კარგი განათლება მიიღონ და ამაში ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ“, - განაცხადა ღასან ხალილმა.

იუნისეფის წარმომადგენლობა საქართველოში, ბავშვებს საჩუქრად მუსიკალურ ინსტრუმენტებს გადასცემს.

ღონისძიების დასასრულს, ბავშვებს საჩუქრები კომპანია „მაკდონალდს საქართველომ“ გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლები, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და სასულიერო პირები.

დეპუტატებმა მადლობა გადაუხადეს თითოეულ მონაწილეს, პედაგოგებს, სტუმრებს და მასპინძელი ქალაქის მცხეთის მერს, დიმიტრი ზურაბიშვილს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018