მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სოფელ მუხრანში 17 მლნ. ლარის ღირებულების სამუშაოებს აწარმოებს.  

ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 30% უკვე შესრულებულია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა, ახალი ჭაბურღილის, რეზერვუარის, წყალსადენის ქსელის, საქლორატოროსა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა. 

მიმდინარე სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი 2024 წლის დასაწყისში დასრულდება, რის შედეგადაც, სოფელ მუხრანის 6300-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018