მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში სკვერების მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში, სამხედროს ქუჩაზე 12 ა და 12-ის მიმდებარედ  არსებული სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეწყობა საბავშვო გასართობი მოედნები ატრაქციონებით, ბავშვთა უსაფრთხოების მიზნით ატრაქციონებთან იგება კაუჩუკის ფილები, მონტაჟდება კომფორტული მოსასვენებელი სკამები, დეკორატიული სანათები, ურნები. ბილიკებზე კი კერამიკული ფილები იგება.

სკვერები შემოიღობება ლითონის კონსტრუქციით და სივრცე მწვანე საფარით მოეწყობა. 

სამხედრო 12-ის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მას შპს „არქი პლიუსი“ ახორციელებს, პროექტის ღირებულება 113 190 ლარია. 

სამხედროს 12 ა მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდისა და  ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს და მას შპს „ჯორჯიან ინვესტი“ ახორციელებს, პროექტის ღირებულება 196 058  ლარია.

ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018