მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მერიამ 2 ახალი ნაგავმზიდი შეიძინა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 2 ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან  584158  ლარი გამოიყო. 

მაღალი გამავლობის ნაგავმზიდები 18-19 კბ.მ ტევადობისაა და ყველა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. 

ამ ეტაპზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 8  ნაგავმზიდი ემსახურება.  ახალი მანქანების დამატების შემდეგ , ადმინისტრაციული ერთეულებიდან მყარი ნარჩენების გატანა დროულად  განხორციელდება და მნიშვნელოვნად გაუმჯობედება მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი. 

აღსანიშნავია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს 600 ერთეული სანაგვე ურნები შეიძინა, რომელიც  ქალაქ მცხეთაში და ადმინისტრაციულ ერთეულებში განთავსდა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018