მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები კვლავ გრძელდება. ცხვარიჭამიის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებს თეძამს, კევლიანს, ლელუბანს,მამკოდას,მშრალხევის და ცხვარიჭამიას ესტუმრნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სოფლისთვის პრიორიტეტული საკითხების გადაწყვეტაზე იმსჯელეს მხარის რწმუნებულის პირველმა მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძემ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებმა და მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში. დასახელდა რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი:გზებისა და სასმელი წყლის სისტემის კეთილმოწყობა და გარე განათების დამონტაჟება. საქართველოს მთავრობის ინიციატივით წელს განახლებული აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა, სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თითოეულ სოფელში, შერჩეული პროექტის განხორციელებისთვის 5000-დან 10000 ლარამდე თანხას გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი მოსახლეობა პრიორიტეტულ პროექტებს თავად განსაზღვრავს. სოფლის მიერ შერჩეული ერთი პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.