დასრულდა 2022 წლის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჩემპიონატი ფეხბურთის სამ ასაკობრივ ჯგუფში, სადაც წარმატებით იასპარეზეს მცხეთის, ჟინვალის და ახალგორის ფეხბურთელებმა და საპრიზო ადგილები დაიკავეს.
გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები 25 დეკემბერს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონულმა ფედერაციამ დააჯილდოვა და თასი და შესაბამისი მედლები, ხოლო სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
2013-2014 წლებში დაბადებულთა შორის:
I ადგილი დაიკავა ჟინვალის ,,ჟინვალი“
II ადგილი ახალგორის ,,ახალგორი“
III ადგილი ქსოვრისის ,,ლაშარი“.
2011-2012 წლები:
I ადგილი მუხრანის ,,ბური“
II ადგილი წილკნის ,,წილკანი“
III ადგილი ჟინვალის ,,ჟინვალი“.
2009-2010 წლები:
I ადგილი ჟინვალის ,,ჟინვალი“
II ადგილი ახალგორის ,,ბარამბო-2“
III ადგილი ახალგორის ,,ბარამბო-1“