წინასაახალწლო ღონისძიება მცხეთაში ჯგუფ „რეგიონი”-ს კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებას მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა -“ მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება. ახალი 2023 ყოფილიყოს თქვენი მიზნების და ოცნებების ახდენის წელი”.