მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში 1800 ოჯახს საახალწლო ნობათი გადაეცემა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის, დიმიტრი ზურაბიშვილის ინიციატივით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1800 ოჯახს, საახალწლოდ სასურსათო პაკეტები ურიგდება.

მცხეთის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ელოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოციალურად დაუცველები პირადად მოინახულა, სასურსათო ნობათები გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

აღნიშნულ დახმარებას იღებენ უკიდურესად შეჭირვებული, მრავალშვილიანი, მარტოხელა, მოხუცთა თავშესაფრის, უფასო სასადილოს და დღის ცენტრების : „იალონი“, „მომავლის რწმენა“, წილკნის და გალავანის მცირე საოჯახო, წეროვნის დღის ცენტრის ბენეფიციარები, უსინათლოები და ვეტერანები. თითოეული პაკეტი 14 დასახელების პროდუქტისგან შედგება.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, სოციალური ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018