ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ისევ გრძელდება, ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისათვის.
ამ დროისათვის ტექნიკური მარილი იყრება ლისისა და საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში: ლისში, წოდორეთში, შანკევანსა და არაშენდაში.მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას.