დღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამსახურის და განყოფილების უფროსებთან წლის პირველი თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი უძღვებოდა.
მუნიციპალიტეტის მერმა თითოეული უწყების ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა გასულ წელს გაწეული საქმიანობისთვის. სფეროების მიხედვით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და იმედი გამოთქვა, რომ 2023 წელი იქნება მეტად აქტიური და ნაყოფიერი მთლინად ქალაქისა და მუნიციპალიტეტისათვის.
თათბირზე ასევე, გარდამავალი და დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობის პროცესი შეფასდა. ინფორმაციის მოსმენისა და შეჯამების შემდეგ მერმა თითოეულ სამსახურს მომავალი კვირის მანძილზე განსახორციელებელი კონკრეტული სამუშაოები განუსაზღვრა.