მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სამუშაო შეხვედრა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს. ასევე, განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა. 

ხელმძღვანელმა პირებმა წარმომადგენლებს დაავალეს, პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ. ამასთან, მოითხოვეს, რომ კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თითოეული მოქალაქის პრობლემებისა და წინადადებების მერიამდე მოტანას, ასევე, მათი განხილვისა და გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას. 

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მერის მოადგილეები თამაზ ფოლოდაშვილი და გიორგი ბაჯაძე.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018