მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის სამედიცინო და სოციალური მომსახურება გაიზარდა

18 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თამაზ ფოლოდაშვილი უძღვებოდა. 

განიხილეს 2023 წლის 12 იანვარს მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამაში შესული ცვლილებები.

იმსჯელეს მოსახლეობისთვის საჭირო სოციალურ და ფინანსური დახმარების საკითხებზე. დაგეგმილია შემდეგი მომსახურებების გაზრდა: 

- დაფინანსების ზედა ზღვარი იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარს დარჩენილი აქვს 5000 (ხუთიათასი) ლარამდე გადასახდელი შეადგენს 2000 (ორი ათასი) ლარს, ხოლო 5000 (ხუთი ათასი) და მეტის შემთხვევაში 3000 (სამი ათასი) ლარს. 

- აუტისტური სპექტრის და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირთა დახმარება 1000 ლარიდან გაიზარდა 2000 (ორი ათასი) ლარიამდე წლის განმავლობაში. 

- თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ტრანსპორტით სარგებლობისთვის ფინანსური დახმარება გაიზარდა 100 ლარიდან  200 (ორასი) ლარამდე. 

- ცელიაკიით დაავადებული პირების ფინანსური დახმარება გაიზარდა კვარტალში 250 ლარიდან 500 (ხუთასი) ლარამდე. 

- მესამე და მომდევნო შვილის შეძენის გამო ერთჯერადი ფინანსური დახმარება ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

- მესამე შვილის შეძენის გამო - 300(სამასი) ლარის ოდენობით; ე.ბ) მეოთხე შვილის შეძენის გამო - 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით; ე.გ) მეხუთე და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; 

-  ტყუპების (მესამე-მეოთხე და მეტი) შეძენის შემთხვევაში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

- პროგრამას დაემატა საშენი მასალებით დახმარების მუხლი. აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 80 000 (ოთხმოციათასი) ლარი.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ და ამავე კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ ფოლოდაშვილმა კომისიის წევრებთან ერთად სხდომაზე, ასევე, შემოსული განცხადებებიც განიხილა. 

პროგრამის მოქმედების სფეროს და მისი მოსარგებლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე-ბმულზე: 

http://mtskheta.gov.ge/ka/additional/social-programs/p1

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამით ისარგებლა 975 ბენეფიციარმა.

ამ მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯულმა თანხამ კი 1 278 750 ლარი შეადგინა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018